logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს
- +

21 ივლისი. 2022. 00:20

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ არსებულ ვითარებაში რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს.

 

„დღევანდელ ვითარებაში ამას აზრი არ აქვს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

ამასთან სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის დიდი რადიუსის მქონე შეიარაღების გადაცემას რუსეთის მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გაზრდაც მოჰყვება.

 

„იმასთან დაკავშირებით, თუ დასავლეთი, როგორი უძლური ბოროტებით თუ სურვილით, მაქსიმალურად გაამწვავოს სიტუაცია, უკრაინას ტენის ამ შორსმსროლელი იარაღებით, HIMARS-ებით, უკვე რეზნიკოვი ტრაბახობს, რომ 300 კმ-იანი საბრძოლო მასალები მიიღეს, ნიშნავს, რომ გეოგრაფიული დავალებები გადაიწევს ამჟამინდელი ხაზიდან კიდევ უფრო შორს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა RT-სა და Rossiya Segodnya-ს მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანთან ინტერვიუში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner