logo_geo
eng_logo
დმიტრო კულება სერგეი ლავროვის განცხადებაზე: რუსეთი უარყოფს დიპლომატიას და ორიენტირებულია ომსა და ტერორზე
- +

21 ივლისი. 2022. 00:21

 

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ, უკრაინის ომის „გეოგრაფიული მიზნების" შეცვლის შესახებ, მოუწოდა მსოფლიოს, გააძლიეროს სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დააჩქაროს კიევისთვის იარაღის მიწოდება. ამის შესახებ კულებამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

 

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აღიარება უკრაინული მიწების მიტაცების ოცნების შესახებ, ადასტურებს, რომ რუსეთი უარყოფს დიპლომატიას და ორიენტირებულია ომსა და ტერორზე. რუსებს სისხლი უნდათ და არა მოლაპარაკებები. მოვუწოდებ ყველა პარტნიორს, გააძლიერონ სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და დააჩქარონ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება“, - წერს კულება "ტვიტერზე".

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner