პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის სამეგრელოში, სანდრა რულოვსის განცხადებას ასე პასუხობს:
„აღარ გავიმეორებთ ძალადობას! - ამაზე უფრო ცინიკურ საარჩევნო დაპირებას ადამიანი ვერ მოიფიქრებდა.
ანალოგი არ ეძებნება!"
"დამიჯერეთ, მე აქ არ ვიდგებოდი, თუ დარწმუნებული არ ვიქნებოდი, რომ ჩვენ ძალადობას ნამდვილად აღარ გავიმეორებთ",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა კორცხელში განაცხადა.