logo_geo
eng_logo
შოთა ქადაგიძე: ლაშა ჩხიკვაძის შემთხვევა არის მესიჯი სხვა მოსამართლეებისთვის, რომ თუ საელჩოს თანამშრომლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, შესაძლოა, მათ მიმართაც განხორციელდეს ანალოგიური სანქციები
- +

21 ივლისი. 2022. 10:25

 

 

„ვთვლით, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე, ზეგავლენის მოხდენის მიზნით, აშკარა ზეწოლა იყო. ის, რომ მოსამართლე არ გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მის მიმართ განხორციელდა გარკვეული სანქციები“, - ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს ყოფილმა წევრმა შოთა ქადაგიძემ გადაცემა „იმედი LIVE“- ისაუბრა.

 

„აღნიშნული ფაქტი არის მესიჯი სხვა მოსამართლეებისთვის, როგორც ზედა ინსტანციის მოსამართლეებისთვის, რომლებმაც აღნიშნული საქმე მომავალში უნდა განიხილონ, მოსამართლეებისთვის, რომლებიც განიხილავენ გახმაურებულ საქმეებს. თუ არ მოხდება პოლიტიკურ საკითხებზე ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც მისაღები იქნება საელჩოს თანამშრომლებისთვის შესაძლოა მათ მიმართაც განხორციელდეს ანალოგიური სანქციები“, - განაცხადა შოთა ქადაგიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner