logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ შეუძლია
- +

21 ივლისი. 2022. 11:14

 

 

„რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ,“ – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთი გაზის სანდო მიმწოდებლად ვერ განიხილებოდა და უკრაინისთვის რომ მოესმინათ, ახლა არ გახდებოდა დამატებითი გზების ძიება გაზის დეფიციტის შესავსებად, რომელსაც რუსეთი ხელოვნურად ქმნის ევროპულ ბაზარზე.

 

„როდესაც ჩვენ მივმართავთ პარტნიორებს ამა თუ იმ თხოვნით, ამა თუ იმ რჩევითა თუ მოთხოვნით, ეს ეფუძნება უკრაინის გამოცდილებას, იმას, რაც უკვე გამოვიარეთ. რუსეთი უკრაინაში ცდის ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეუძლია ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ეს დაიწყო გაზის ომებით და დასრულდა სრულმასშტაბიანი შემოჭრით, სარაკეტო ტერორით და უკრაინის გადამწვარი ქალაქებით. ეს რომ სხვას არ დაემართოს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთობლივი გამარჯვება რუსეთზე უკრაინაში. რაც უფრო მალე გაკეთდება ეს, მით ნაკლები ზიანს და ტანჯვას გამოცდის ყველა ევროპული ოჯახი, ყველა ევროპული ქვეყანა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ზემოაღნიშნულის გამო აუცილებელია მეშვიდე პაკეტის მიღებისთანავე მერვე პაკეტის მისაღებად მუშაობის დაწყება, უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდება და ქვეყნისთვის ეფექტური საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner