ბრიუსელში შეხვედრისას, ევროკავშირის დიპლომატები მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Reuters წერს.
უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული ახალი სანქციები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვასა და ქვეყნის პირველი კრედიტორის - ბანკ Sberbank-ის აქტივების გაყინვას გულისხმობს.
ამასთან, როგორც Reuter წერს, „სანქციები, რომლებიც ხუთშაბათს ამოქმედდება, მოიცავს ომზე პასუხისმგებელი პირებისა და სუბიექტების შავ სიაში შეყვანას“.
ეს, რუსეთის ეკონომიკის შესაზღუდად, სანქციების მეშვიდე რაუნდია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.