logo_geo
eng_logo
გურიაში GITA-ს საგრანტო პროგრამების მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
- +

21 ივლისი. 2022. 12:32

 

 

ოზურგეთის ტექნოპარკში GITA-ს საგრანტო პროგრამების შვიდი გამარჯვებული გამოვლინდა. პროგრამა ევროკავშირის საგრანტო დაფინანსებით, „2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს ოთხ რეგიონში (იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი) ხორციელდება.

 

ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე და სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე დაესწრნენ.

 

„ოზურგეთის ტექნოპარკი - ეს არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი ჩვენი თანამოქალაქისათვის, სადაც იდეა, შესაძლებლობები და დაფინანსება ერთმანეთს უკავშირდება. დღეს, გურულმა მეწარმეებმა შედეგი დადეს და ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად - 30 000 და 100-ათასლარიანი დაფინანსება მოიპოვეს. ვულოცავ თითოეულ მათგანს ამ გამარჯვებას და ვუსურვებ შემდგომ წარმატებებს!“ - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

პროგრამის მიზანია, რეგიონული სამეწარმეო ინოვაციური ეკოსისტემის განვითარება, ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება და მათი ჩართვა ქვეყნის ეკონომიკაში.

 

#GITA-ს საგრანტო პროგრამების გამარჯვებულების შესახებ იხ. ვრცლად: https://bit.ly/3oi9o3E

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner