21 ივლისს, 19:00 საათზე, ქართული ძეგლების დოკუმენტალისტის, გოგი გიორგობიანის 79 წლის აღსანიშნავად, წიგნის წარდგენა გაიმართება.
1943 წლის 21 ივლისს, მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი იყო და ყველას უჭირდა, გოგი გიორგობიანი ქალაქ თბილისში დაიბადა. ამბობს, რომ მამის ძმის სახელი დაარქვეს, რომელიც ამ ომს ემსხვერპლა. 21 რიცხვი კარგად აქვს დაცდილი და მის ცხოვრებაში ბევრი კარგი რამ უკავშირდება ამ რიცხვს. სწორედ დღეს, მისივე დაბადების დღეზე, იმართება წიგნის პრეზენტაციაც. ამ წიგნში დამსახურებული და ვალმოხდილი ადამიანის ბიოგრაფია და განვლილი ცხოვრებაა ასახული.
გოგი გიორგობიანმა გადაიღო ორი ათასამდე ისტორიული ექსპონატი, ხუთასზე მეტი კულტურული, არქიტექტურული და ისტორიული ძეგლი, ეკლესია და მონასტერი, მოვლილი აქვს ასობით არქეოლოგიური ექსპედიცია.
ბევრისთვის უცნობია, რომ დმანისში აღმოჩენილი 1800000 წლის წინანდელი ქალის ქვედა ყბის პირველი ფოტოკადრებისა და ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ბერი გაბრიელის დაკრძალვის (ერთადერთი) კადრების ავტორი გოგი გიორგობიანია. მსგავსი ჩამონათვალი კიდევ ბევრია მის ბიოგრაფიაში. წიგნში წარმოდგენილია მისი შემოქმედების მეოთხედი, ფოტომასალის ნაწილი სიძველის გამო მცირედით დაზიანებულია, თუმცა ყველა მათგანს უკვე ისტორიული მნიშვნელობა აქვს.
იგი ბავშვობაში ოცნებობდა, ისეთი ტრანსპორტი ჰქონოდა, რომელსაც ფეხების ტრიალი არ დასჭირდებოდა, ისეთი, როგორიც არის ფილმში „რომაული არდადეგები“. ოცნება 1963 წლის 23 აგვისტოს აუხდა. მოგვიანებით მოტოციკლისტების „იავისტების“ ჯგუფში მოხვდა, მოიარა მთელი საქართველო და დღესაც ერთგული მოტოროლერია.
დღეს აუსრულებელი ოცნება აქვს, ენატრება ის ძეგლები, სადაც ყოფილა და ოცნებობს, რომ თავიდან გაიაროს, თუმცა იცის, რომ ფიზიკურადაც ვერ შეძლებს.
დღის წესრიგი:
და კიდევ, მაგიდაზე იდება წიგნი და ყველას შეეძლება, მიულოცოს მას დაბადების დღე, დაუწეროს შთაბეჭდილება, ან უბრალოდ ამოიცნოს საკუთარი თავი ფოტოზე და მიაწეროს მოგონება.
მის: „წისქვილი ჯგუფი“, ბელიაშვილის №99.