logo_geo
eng_logo
სოფელ იგოეთში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის მოასფალტება მიმდინარეობს
- +

21 ივლისი. 2022. 15:07

 

 

 

სოფელ იგოეთში საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის ასფალტის დაგების სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა დაათვალიერეს.

 

გზის რეაბილიტაციას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ენ-დი როუდი“ ახორციელებს. პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 107 756 ლარია.

 

„მიმდინარე წელს სოფელ იგოეთში ახალი საბავშვო ბაღი გავხსენით. საბავშვო ბაღთან    მდებარეობს სასოფლო ამბულატორიის შენობაც. შესაბამისად, გზის რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივებისთვის, ისე სააღმზრდელო დაწესებულებისა და ამბულატორიის მოსარგებლეებისთვის“, - აღნიშნა ვახტანგ მაისურაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner