logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე ოპოზიციას: არ შეიძლება საკუთარ ქვეყანას გაებუტოთ და თავი მუდმივად მართალი გეგონოთ
- +

21 ივლისი. 2022. 17:14

 

 

„გუშინ საქართველოში ევროპარლამენტართა დელეგაციის ვიზიტი დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა უკვე გაიმართა, ევროპარლამენტართა კომენტარებიდან გამოიკვეთა მათი პოზიცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მხარდაჭერაა, ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის 12 რეკომენდაცია აქვს შესასრულებელი, როლის შესრულებაც მნიშვნელოვანია, როგორც მმართველი გუნდისთვის, ასევე ოპოზიციისთვის“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტს.

 

მისი თქმით, ევროპარლამენტარების მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმს განაგრძობს:

 

„სამწუხაროდ ოპოზიციას განაგრძობენ. არ მონაწილეობენ სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში, რითაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს. მუშაობა ეზარებათ, ქვეყნის წინსვლაში საკუთარი წვლილის შეტანის ნაცვლად ისინი დესტრუქციულ ქმედებას უქმნიან. ევროპარლამენტართა მოწოდებაა: იმუშავეთ ერთად, 12 რეკომენდაციის სწრაფად შესასრულებლად! ოპოზიციის პასუხი, „არ ვაპირებთ მასკარადში მონაწილეობას“. მივმართავ ოპოზიციას, როდის შემდეგ გახდა, ქვეყნის წინსვლისთვის მუშაობა მასკარადი? ასე არ შეიძლება ბატონებო, არ შეიძლება საკუთარ ქვეყანას გაებუტოთ და თავი მუდმივად მართალი გეგონოთ! მთავრობამ დადო კონკრეტული გეგმა და ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენია 12 რეკომენდაციის შესრულება, თქვენ კი ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას აგრძელებთ. გასაგებია, რომ ქართველ ამომრჩეველს პატივს არ სცემთ, გასაგებია, რომ პატივს არ სცემთ ქართველ ხალხს, მაგრამ ხომ შეიძლება თქვენზე გამოცდილ ევროპარლამენტარებს მაინც დაუჯეროთ და სამუშაო პროცესში ჩაებათ. მალე არჩევნები მოდის, იცოდეთ თქვენი ასეთი სიჯიუტე ამომრჩეველთა ხმებში პოვებს ასახვას და კიდევ ერთ დამსახურებულ მარცხს იწვნევთ“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner