გია მაისაშვილი მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მათ ზრუნვამ „სიკვდილს გამოგლიჯეს."
„ჩემო ძვირფასებო, აწი მსურს მხოლოდ სულის ამამაღლებელ ამბებზე გწეროთ ხოლმე მოკლე ჩანახატები, სანამ გამომცემლობა და მე შემოგთავაზებთ უჩვეულო წიგნს.
დღეს მსურს იცოდეთ ჩემი ცხოვრების ნამდვილი გმირების შესახებ, აი ისეთის დიდი განსაცდელი რომ მოგივლენს. პირველი ჩემი დაა, რმლის გაზრდილიც ვარ და მეორე ჩემი დისშვილი, რომელიც ჩემი გაზრდილია. მათმა ძალისხმევამ და სიბრძნემ სიკვდილს გამომგლიჯეს, მივლიან როგორც თოთო ბავშვს. მესამე ჩემი მეუღლეა რომელიც თბილისიდან ყველაფერს აკეთებს. ჰიუსტონში კი ორი ყველაზე ახლიბელი ოჯახი - ჩემი ზურა ავსაჯანიშვილი ჩემი ტყუპების ნათლია და ჩემი დის უახლოესი და მისი მეუღლე ეკა. მეორე ოჯახია ჰიუსტონელი კარდიოლოგის ირაკლი გიორგბერიძის ოჯახი. ასევე ჩემი და განსაკუთრებით ჩემი დის უახლოესები. ჩემი სიცოცხლე ამ ორმა ოჯახმა იხსნა და მინდა ქართველობამ ეს იცოდეს. ბოლოს მინდა დავამატო ჩემი მთავარი და ყველაზე ლოიალური მეგობარი, ორგზის მეჯვარე კალოფორნიელი ბობ სპეარსი რომელიც დღეს ჩამოვიდა ჰიუსტონში ერთი კვირით ჩვენთან საყოფნელად. რა ბედნიერებაა რომ კატასტროფაში შენ ასეთი ხალხი გახვევია თავს. რა მადლიერი ვარ, რა ნეტარი მალე, სულ მალე ფეხზე დავდგები ისევ აწი გაჭირვება უკან დაიწევს მჯერა. შემიძლია ნებისმიერი სირთულის ორგანიზაციისა და მთავრობისადმი დახმარება გარანტირებული შედეგის მისაღებად როგორც მრჩეველმა და მმართველი გუნდის მშენებელმა. უელსში გვეპატიჯებიან ჯანზე რომ მოვალ უარს არ ვეტყვი ნამდვილად. მაგრამ ყველაზე მეტად იცით რა მინდა? საქართველოში მალე დაბრუნება და ამდენი მხარდამჭერის გაცნობა, დამიძახეთ თქვენი ოჯახების გაცნობა და ჩახუტება. მინდა სადაც ცხოვრობთ იქ-კახეთში, იმერეთში, გურიაში, სამეგრელოში, ბათუმში, სადაც დამპატიჯებთ იქ მოვალ,ამაზე მეტად არაფერი არ მინდა. ისე, ადვილი სტუმრები ვართ მეც და ჩემი ცოლიც, თამუნა თავისი გიტარით მოვა.
"ღიმილი მინდა, სხვა არაფერი..."