logo_geo
eng_logo
Reuters: ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო გაზის მოხმარების შემცირების შესახებ ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგება
- +

21 ივლისი. 2022. 19:11

 

 

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო გაზის მოხმარების შემცირების შესახებ ევროკომისიის გეგმას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

 

საინფორმაციო სააგენტო Reuters ევროკავშირის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 20 ივლისს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე 27 წევრი სახელმწიფოდან, სულ მცირე, 12-მა შეშფოთება გამოთქვა ევროკომისიის გეგმასთან დაკავშირებით.

 

დაპირისპირების მთავარი საგანია, უნდა ჰქონდეს თუ არა ევროკავშირს უფლებამოსილება, სავალდებულო გახადოს გაზის მოხმარების შემცირება. დანია, საფრანგეთი, ირლანდია, იტალია, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი და პორტუგალია იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებმაც განაცხადეს, რომ ბრიუსელს არ უნდა შეეძლოს ამის გაკეთება.

 

20 ივლისს, ევროკომისია წინადადებით გამოვიდა, მომავალ გაზაფხულამდე ევროპაში გაზის მოხმარება 15%-ით შემცირდეს. ახალი რეგულაცია ასევე მისცემს ევროკომისიას შესაძლებლობას, წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციის შემდეგ, გამოაცხადოს გაფრთხილება მიწოდების უსაფრთხოების შესახებ, რაც გაზის მოთხოვნის სავალდებულო შემცირებას გულისხმობს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner