„ევროპული პერსპექტივის აღიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ახლა მნიშვნელოვანია საჭირო რეფორმების გატარება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა რეკომენდაციებთან დაკავშირებით უნდა გააგრძელოს მუშაობა.
„ჩვენ გვქონდა აზრთა საინტერესო გაცვლა-გამოცვლა, ჯერ პრემიერ-მინისტრთან, შემდეგ კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარესთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს საქართველოსთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაზა. ევროპული პერსპექტივის აღიარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ახლა მნიშვნელოვანია საჭირო რეფორმების გატარება. 12 პრიორიტეტი, რეკომენდაცია ჩამოყალიბებულია და ახლა პოლიტიკოსებმა ამაზე უნდა იმუშაონ. განვიხილეთ, თუ როგორ ხედავს „ქართული ოცნება“ წინსვლის გზას, თუ როგორ გეგმავენ ამ 12 რეკომენდაციაზე რეაგირებას. როგორ სურთ პროცესის ორგანიზება. რომელიც ასევე მოიცავს ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას. საქართველოში ყველა პოლიტიკოსმა უნდა განაგრძოს მუშაობა და წლის ბოლოს ვნახავთ, თუ რა შედეგები დადგება“, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.