დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას საარტილერიო ქვემეხებსა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღს გაუგზავნის.
„ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს ინსტრუმენტები, რათა დაიცვას თავისი ქვეყანა პუტინის უკანონო შეჭრისგან“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
ბენ უოლესის თქმით, ბრიტანეთი ასევე მიაწოდებს უკრაინას ბატარეის საწინააღმდეგო სარადარო სისტემებს, ასობით დრონს და 50 000-ზე მეტ საბრძოლო მასალას.