„უკრაინის დახმარება არ შეჩერდება, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციასა და მისი ფინანსების შესუსტებას“, - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.
„მაშინ, როდესაც რუსეთის [უკრაინაში] უკანონო შეჭრიდან მალე 6 თვე შესრულდება, ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ დაღლილობა. უკრაინის დახმარება არ შეჩერდება. ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთის იზოლაციასა და მისი ფინანსების შესუსტებას. დღევანდელი [სანქციების] პაკეტი აძლიერებს მიმდინარე სანქციებს და მათ უფრო ეფექტურს ხდის“, - აღნიშნა რობერტა მეცოლამ.