logo_geo
eng_logo
ლუკაშენკო: დონეცკსა და ლუგანსკს როცა საჭირო იქნება, ვაღიარებთ, დღეს ეს მნიშვნელოვანი არაა
- +

21 ივლისი. 2022. 22:49

 

 

ბელარუსის ლიდერი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ მინსკის მხრიდან ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება დღეს „საჭირო არ არის“.

 

მისივე თქმით, ორივე „სახელმწიფოს“ ბელარუსი ღიად ეხმარება.

 

„მათი აღიარება არ არის საჭირო, ეს ლუგანსკსა და დონეცკს ვერაფერს შემატებს. თუ ყირიმს, ლუგანსკს, დონეცკს სჭირდება საკვები, აგური, ცემენტი, აღდგენა და ა.შ. ჩვენ მათ დავეხმარებით. თუ საჭირო იქნება, მათ ვაღიარებთ, მაგრამ დღეს რა აზრი აქვს, საჯაროდ ვაღიარებ თუ არა. ჩვენ რეალურად ვთანამშრომლობთ მათთან“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner