logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: როგორ შეიძლება წარმოიდგინონ, რომ ხუთკუნჭულა გახდეს გოგონა, ხოლო წითელქუდა- ვაჟი
- +

9 მარტი. 2016. 00:54


 

„თუ ხელისუფლება პატიოსნად ცდილობს, საზოგადოებრივი ინტერესი დააკმაყოფილოს და სამოქალაქო კოდექსში მოცემული დეფინიცია კონსტიტუციაში ასახოს, იმედია, ცოტა ხანში ამის კონპენსაციად ერთსქესიანთა პარტნიორული ურთიერთობების დაკანონებას არ ვიხილავთ."- განაცხადა 2030-ში სტუმრობისას უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.


მისი მოსაზრებით, კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ განმარტების ჩაწერის საკითხის დღეს წამოწევა დაკავშირებულია იმასთან, რომ ევროპული ინსტიტუტები ქართული მხარისგან, ლგბტ თემის მიმართ სხვადასხვა ინსტრუმენტების ამოქმედებას უკვე მკაცრად ითხოვენ".


„ფაქტია, რომ ევროსაბჭოს ქარტია საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების - საერთაშორისო კონვენციების, ქარტიების საშუალებით ისეთი რესურსების გამოყენებას ითვალისწინებს, რომლითაც პედაგოგები უნდა გადამზადდნენ, რათა პატარა ბავშვებში ლგბტ თემის მიმართ ტოლერანტობა აამაღლონ. ქარტიის დამხმარე სახელმძღვანელოებში კი, გენდერის თეორიიდან ისეთი ტიპის ტესტებია, რომლებიც კატეგორიულად მიუღებელია. მაგალითად, მასწავლებელმა ბავშვებს უნდა უამბოს, როგორ შეიძლება წარმოიდგინონ, რომ ხუთკუნჭულა გოგონა გახდეს, ხოლო წითელქუდა - ვაჟი. ეს, სამწუხაროდ, ჩემი აკვიატებული აზრი არ არის." - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.


 ამ საკითხთზე განსხვავებული აზრი აქვს საფრანგეთში მცხოვრებ პუბლიცისტ პაატა ქურდაძეს. მისი განმარტებით, რადგან მის შვილებს სკოლაში შეიძლება ვინმემ უთხრას, რომ ტოლერანტები უნდა იყვნენ ჰომოსექსუალების მიმართ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ქართველ ბავშვებზე უფრო  ცუდები გახდებიან.


თუმცა თვლის, რომ თუ ამ ცვლილებით ქართული საზოგადოება დაწყნარდება, მაშინ თავადაც რომ იყოს დეპუტატი, მხარს დაუჭერდა ინიციატივას.


„კონსტიტუციაში ჩანაწერის გაკეთება არაფერს შეცვლის, მაგრამ თუ ეს ჩანაწერი აღელვებულ საზოგადოებას სიმშვიდის გარანტიას მისცემს, რომ მთელი საქართველო ერთ დღეს ჰომოსექსუალი არ გახდება და მამაკაცები არ დაქორწინდებიან, რატომაც არა?! დეპუტატი რომ ვიყო, მხარს პირველ რიგში დავუჭერდი. იმიტომ, რომ დღეს საქართველოს სიმშვიდე სჭირდება. ჩვენ, ზოგადად, ძალიან ექსტრემისტი ერი ვართ უფლებების დარღვევაშიც და დაცვაშიც. ტოლერანტულები, პირველ რიგში, ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ. ჯერ ერთმანეთის მოსაზრებებს უნდა ვცეთ პატივი და ევროპაზე მერე ვილაპარაკოთ."- აღნიშნა პაატა ქურდაძემ.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner