logo_geo
eng_logo
დანილოვი: უკრაინაში კიბერშეტევებისგან დაცვის სერიოზული სისტემა შეიქმნა
- +

22 ივლისი. 2022. 00:25

 

 

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინას კიბერშეტევებისგან თავდაცვის ახალი სისტემა აქვს.

 

მისივე თქმით, ახალი სისტემა არის დახურული სისტემა, რომელიც საიმედოდ არის დაცული.

 

„ჩვენ გვაქვს ჩვენი თავდაცვის სისტემა, ის ერთ-ერთი საუკეთესოა. რაც შეეხება კიბერთავდასხმებს, ზოგადად ჩვენს მმართველ ორგანოებზე და არამხოლოდ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოზე, რა თქმა უნდა, რუსეთი ამ მხრივ საკმაოდ ძლიერი ქვეყანაა და შეტევების განხორციელებას შეეცდება. მიუხედავად ამისა, ჩვენი თავდაცვის სისტემა გამკლავებას შეძლებს“, - განაცხადა დანილოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner