logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის პირველი ლედის აშშ-ში ვიზიტს პირველი შედეგი მოყვა, სენატორებმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს
- +

22 ივლისი. 2022. 01:13

 

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის პირველი ლედის კონგრესში სიტყვით გამოსვლას უკვე პირველი შედეგი მოყვა. ზელენსკის თქმით, სენატორებმა რიშმა, კარდინმა, ვიკერმა, შაჰინმა, გრემმა პორტმენმა და ბლუმენტალმა კონგრესს წარუდგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს.

 

ზელენსკი აღნიშნავს, რომ რეზოლუციის პროექტი გმობს რუსეთს გენოციდის აქტების გამო და მოუწოდებს აშშ-ს, ნატო-სა და ევროკავშირის მოკავშირეებთან ერთად უკრაინის ხელისუფლებას მხარი დაუჭირონ, რათა უკრაინელი ხალხის მიმართ შემდგომი გენოციდი აღკვეთონ. ამავე დოკუმენტში მოწოდებაა ტრიბუნალებისა და საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი დევნის მხარდაჭერის რუსეთის პოლიტიკური ლიდერებისა და სამხედრო პერსონალის პასუხისგებაში მიცემის მხარდაჭერაზე.

 

„პირველი ლედის შეერთებულ შტატებში ვიზიტის პირველი შედეგი – სენატორებმა წარადგინეს რეზოლუციის პროექტი, რომელიც რუსეთის ქმედებებს უკრაინაში გენოციდად აღიარებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინაში, რომელიც მოიცავს იძულებით დეპორტაციას რუსეთში და უკრაინის მოქალაქეების გამიზნულ მკვლელობებს მასობრივი სისასტიკისას, უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდია“, – აცხადებს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner