logo_geo
eng_logo
დავით არახამიას ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურორი 10 დღის განმავლობაში დაინიშნება
- +

22 ივლისი. 2022. 01:50

 

 

უკრაინის პარლამენტის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის" ფრაქციის ხელმძღვანელ დავით არახამიას ინფორმაციით, ქვეყნის ახალი გენერალური პროკურორი 10 დღის ვადაში დაინიშნება. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მედიაში ვრცელდება.

 

მომავალი 10 დღის განმავლობაში ჩვენ ველით, ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნას, რომლის ყველაზე პირველი და მნიშვნელოვანი ამოცანა სპეციალიზებული, ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელის დანიშვნა უნდა იყოს, როგორც ამას უკრაინის პრეზიდენტი მოითხოვდა", - წერს არახამია.

 

ცნობისთვის, 19 ივლისს, უკრაინის პრეზიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას ქვეყნის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას თანამდებობიდან გათავისუფლების შუამდგომლობა წარუდგინა. იმავე დღეს, პარლამენტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.ა

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner