ინდოეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის ისტორიაში პირველად, პრეზიდენტად ერთ-ერთი ადგილობრივი ტომის წარმომადგენელი აირჩიეს, ისტორიაში უკვე მეორედ – ქალი.
ინდოეთის რიგით მე-15 პრეზიდენტი დრაფადი მურმუ გახდა. მას ამომრჩეველთა 51%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი.
დრაფადი მურმუს გაპრეზიდენტება ერთ-ერთმა პირველმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ მიულოცა.