logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ყველაფერი თვალწინ დამიდგა...
- +

20 აგვისტო. 2016. 03:27


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს:

 

2012 წლის არჩევნებამდე, იმ დროს როცა მძიმე დღეები იყო მათთვის ვინც სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდა, ყველა გადაცემა რომელიც „ობიექტივში" მიგვყავდა, საფრთხის შემცველი იყო.

 

მახოვს დილით სამსახურში მიცხადებენ, მერაბ ჭიქაშვილი დააკავესო , გამორჩეული წამყვანი და უფლებადამცველი. „ობიექტივის" პირდაპირ ეთერში მე მომიწია ამ უსიამოვნო ფაქტის გამოცხადება , ცრემლები მახრჩობდა, ძალიან ემოციური ვიყავი, არ წყდებოდა ზარები, ხალხი რეკავდა, შფოთავდა, მერაბის ამხნევებდა და საღამომდე მთელი ქალაქი „ობიექტივის" წინ შეიკრიბებოდა, რომ არ გაეთავისუფლებინათ მერაბი ჯარიმის საფასურად!

 

ახლა ამ წუთას როცა მერო დეპუტატობის კანდიდატია კრწანისში, ყველაფერი თვალწინ დამიდგა, რა გადავიტანეთ, რის ფასად, თავი მართლა ყველა ჩვეთაგანს გადადებული გვქონდა, ამიტომ მერაბ ჭიქაშვილი კენჭს რომელი პარტიიდან იყრის, ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა, მერაბი გამარჯვებულია!

 

მასზე პატრიოტი და გულანთებული მებრძოლი არცერთი კანდიდატი არ მეგულება! კრწანისი დაუჭირეთ მხარი მერაბს, თქვენ ყველაზე ღირსეული დეპუტატი გეყოლებათ და არ ინანებთ!"- აღნიშნავს ჯღარკავა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner