logo_geo
eng_logo
კონსტანტინე გამსახურდია: სირცხვილია, ვიღაც კიდევ პუტჩისტი რომ იქნება 21-ე საუკუნის პირველი მეხუთედის ამოწურვის შემდეგ
- +

22 ივლისი. 2022. 14:09

 

 

პირველი პრეზიდენტის შვილი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„დააკვირდით იაგო ხვიჩიას გადაცემას და მის სტუმრებს, წლების მანძილზე დაახლოებით ასეთი თანაფარდობაა: ოთხი პუტჩისტი - ერთი შედარებით არაპუტჩისტურ მხარეზე მდგომი პირი. გამოდის, რომ დამოუკიდებელი  საქართველო პუტჩისტებს შეუქმნიათ და დაუბადებიათ. ძირითად ნარატივსაც  ისინი ქმნიან. ამ დროს ზვიად გამსახურდია ჰყავთ მიზანში ამოღებული. რომ ვიცოდეთ, ვინ აფინანსებს ამ გადაცემას, ცხადი გახდება, რომელი მხრიდან იმართება ეს პროცესი. 

 

კოტე გაბაშვილთან საუბრისას გამოჩნდა სხვათა შორის: თვით იაგო, რომელსაც აკლია ისტორიკოსის კომპეტენცია, ანალიტიკა და უნარები, რომელიც ნეიტრალურს თამაშობს, ზვიად გამსახურდიას ადანაშაულებს თითქმის ყველაფერში. არადა, სირცხვილია, ვიღაც კიდევ პუტჩისტი რომ იქნება 21-ე საუკუნის პირველი მეხუთედის ამოწურვის შემდეგ. ან შევარდნაძეზე და მის როლზე საბედისწერო მოვლენებში რატომ არ ალაპარაკებენ არავის? თუნდაც მის მსხვერპლთ?“ - წერს კონსტანტინე გამსახურდია. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner