logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ლევან იოსელიანიც „ჩაგრული“ აშშ-ის დამცველად მოგვევლინა
- +

22 ივლისი. 2022. 15:08

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პარლამენტარ ლევან იოსელიანის განცხადებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

 

„წავიდა ჰეი! ნიანგის ცრემლები. ლევან იოსელიანი, ერთად-ერთი დამოუკიდებელი ქართველი! ოპოზიციონერი პარლამენტარი მეგონა. ისიც „ჩაგრული“ აშშ-ის დამცველად მოგვევლინა. მეგონა, კიკუ ვაშაძის თავგანწირვა და გულმკერდი საკმარისი იქნებოდა...“ - წერს გოგა ხაინდრავა.

 

ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელი, პარლამენტარი ლევან იოსელიანი (ნედ პრაისის მსგავსად)  აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან მიმართებაში გაკეთებულ განცხადებებს აშშ-ზე თავდასხმად აფასებს და მიიჩნევს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა „ქართულ ოცნებას“ ყვითელი ბარათი აჩვენა, რაზეც უნდა დაფიქრდნენ:

 

„გული მწყდება, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს პირველად მოუწია საკუთარი ელჩის დაცვა საქართველოში და დაცვა ხელისუფლებისგან. ასე თუ გააგრძელებენ, სიმართლე გითხრათ, მათი პოლიტიკური მომავალი ნაკლებად მადარდებს, მაგრამ ქვეყანას მიაყენებენ ძალიან დიდ დარტყმას. სტაბილურობის ერთადერთი გარანტი მთელი ამ წლების მანძილზე თუ ვინმე იყო, იყო ამერიკის შეერთებული შტატები და მათზე თავდასხმა ნიშნავს, რომ შენი ქვეყნის ინტერესები უგულებელყო. იმიტომაც ჰქონდათ მათ ასეთი მძაფრი რეაქცია. ამერიკა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და სტრატეგიულ პარტნიორებს ასეთი ენით არ ესაუბრებიან“.

 

კელი დეგნანის ირგვლივ სკანდალი ნიკა გვარამიას მოსამართლის განცხადებებს მოჰყვა - მოსამართლემ აშშ-ის საელჩოს მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე მკაფიო განცხადება გააკეთა. ამ თემის ირგვლივ კი „ტელეიმედის“ ჟურნალისტმა კითხვები დაუსვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს. ნედ პრაისმა დასმული კითხვების საპასუხოდ შემდეგი  განაცხადა:

 

„ელჩი დეგნანი, მისი გუნდი და თბილისში ჩვენი საელჩო მოწადინებულია, იმუშაონ ქართველ ხალხთან და მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ელჩ დეგნანს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა. დეზინფორმაცია და პერსონალური თავდასხმები ელჩ დეგნანზე ან მის გუნდზე არ შეესაბამება ჩვენს პარტნიორებს შორის არსებულ კომუნიკაციას და ჩვენ გავაგრძელებთ ფოკუსირებას ჩვენი საერთო მიზნების მხარდაჭერაზე“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner