logo_geo
eng_logo
ოლაფ შოლცი: რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ, არავინ დარჩება მარტო
- +

22 ივლისი. 2022. 19:53

 

 

„ჩვენ რთულ პერიოდს ერთად გადავლახავთ“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

 

„ჩვენ ერთად ვიქნებით, ეს მნიშვნელოვანია. არავინ დარჩება მარტო თავის გამოწვევებთან და პრობლემებთან, არც ერთი მოქალაქე, არც ერთი კომპანია ამ ქვეყანაში. ერთად საკმარისად ძლიერი ვართ, რათა გავუმკლავდეთ ამას და ერთად დავძლევთ პრობლემებს მიმდინარე და მომავალ წლებში“, - აღნიშნა შოლცმა.

 

შოლცმა დასძინა, რომ გერმანულ ოჯახებს შემოდგომაზე ბუნებრივი აირის გაზრდილი საფასურის გადახდა მოუწევთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner