logo_geo
eng_logo
ევროკავშირი მიესალმება მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის პორტების ბლოკადის მოხსნის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას
- +

22 ივლისი. 2022. 20:04

 

 

ევროკავშირი მიესალმება მარცვლეულის ექსპორტისთვის შავი ზღვის პორტების ბლოკადის მოხსნის შესახებ მიღწეულ შეთანხმებას. ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.

 

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას აქვს გამანადგურებელი გლობალური შედეგები. რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და აღჭურვილობას, იწვევს საწვავის ნაკლებობას და მთელ მსოფლიოში ქმნის სურსათის მიწოდების პრობლემებს უკრაინის პორტების ბლოკირებით და უკრაინული მარცვლეულის მოპარვით. რუსეთმა ფაქტობრივად საფრთხის წინაშე დააყენა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოება. ამჟამინდელი შეთანხმება ამ ნეგატიური კურსის შეცვლის შესაძლებლობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner