logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილსა და მინისტრის მოადგილეს, აკაკი ძნელაძეს შეხვდა
- +

22 ივლისი. 2022. 21:31

 

 

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე,  ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს და მინისტრის მოადგილეს, აკაკი ძნელაძეს შეხვდა.

 

შეხვედრაზე  აჭარის რეგიონში სახელოვნებო განათლების მიმართულებით დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს, ასევე სახელოვნებო სფეროში პოსტპანდემიური რეგულაციების დროს ფესტივალების, თავისუფალი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელების თაობაზე იმსჯელეს.

 

„ვისაუბრეთ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციის მნიშვნელობაზე, სახელოვნებო განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებსა და კულტურის სხვადასხვა მიმართულების განვითარების პერსპექტივებზე. განვიხილეთ ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები, რომელიც 23-31 ივლისს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში გაიმართება“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner