logo_geo
eng_logo
Spiegel: ოლაფ შოლცის სახლის ნაგვის ურნაში მეზობლებმა G7-ის სამიტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს
- +

22 ივლისი. 2022. 21:52

 

 

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და მისი მეუღლის, ბრიტა ერნსტის სახლის ნაგვის ურნაში მეზობლებმა G7-ის სამიტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. ამის შესახებ გამოცემა Spiegel წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტში მოცემულია G7-ის ლიდერებისა და მათი მეუღლეების დახასიათებები. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილ დოკუმენტს „გრიფით საიდუმლო“ ჰქონდა მინიჭებული.

 

როგორც Spiegel წერს, მიუხედავად იმისა, რომ დოსიეში ღია წვდომაში არსებული ინფორმაცია იყო მოყვანილი, გერმანიის კანცლერის მეუღლეს მისი ნაგვის ურნაში გადაგდების უფლება არ ჰქონდა, ვინაიდან ასეთი დოკუმენტებისთვის უტილიზაციის სპეციალური წესი არსებობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner