logo_geo
eng_logo
ნინო ლაცაბიძე: რუსთავში ამჟამად სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო 280 ლოკაციაზე მიმდინარეობს, რაშიც 85 მილიონ ლარზე მეტი თანხა იხარჯება
- +

22 ივლისი. 2022. 23:17

 

 

რუსთავში მიმდინარე წელს ქალაქისთვის უპრეცედენტო რაოდენობის პროექტები ხორციელდება. როგორც რუსთავის მერი აცხადებს, ქალაქის ბიუჯეტი, რომელიც უკვე 100 მილიონ ლარზე მეტია და მთავრობის მხარდაჭერა, რუსთავს თავისი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

 

ჩვენ წლის დასაწყისშივე დავაანონსეთ, რომ მიმდინარე წელს რუსთავში უპრეცედენტო რაოდენობის პროექტები განხორციელდებოდა. ამ მომენტისთვის, სამუშაოები 280-მდე ლოკაციაზე მიმდინარეობს. საუბარია, როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ისე იმ სამუშაოებზე, რომელსაც რუსთავის კორპუსი“ და რუსთავ სერვისცენტრი“ აწარმოებს.

 

უკვე დაწყებული გვაქვს ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელიც რუსთავის შემოსასვლელის სრულ რეკონსტრუქციას და სამი მოედნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოები მიმდინარეობს ოთხი რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად, ორი ახალი სკვერი, სულ ცოტა ხნის წინ გავხსენით. სამუშაოები მიმდინარეობს ქალაქის ისტორიული შენობის- მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რესტავრაციისთვის. სრული რეაბილიტაცია უტარდება პირველ საბავშვო ბაღსაც, რომელიც რუსთავისთვის ასევე ისტორიულ დატვირთვას ატარებს. შენდება სპორტის სასახლე და განახლებული რეგიონების პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უტარდება მეგობრობის გამზირს. ჯამში, ამჟამად რუსთავში მიმდინარე სამუშაოებში, ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან 85 მილიონ ლარზე მეტი თანხა იხარჯება. ჩვენ ვაგრძელებთ ახალ პროექტებზე მუშაობას, რომლებსაც რუსთაველებს ძალიან მალე გავაცნობთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

 

წლის ბოლომდე, რუსთავში კიდევ რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებას გეგმავენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner