logo_geo
eng_logo
„პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კრწანისში მერაბ ჭიქაშვილი იქნება
- +

20 აგვისტო. 2016. 03:48



„პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  კრწანისში, მერაბ ჭიქაშვილი განცხადებას ავრცელებს:


ჩემო მეგობრებო, ახლობლებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, უბრალოდ ადამიანებო: გარკვეული ფიქრის და მოლაპარაკებების შედეგად ვაპირებ მაჟორიტარ კანდიდატად კენჭი ვიყარო იმ უბანში, სადაც დავიბადე, გავიზარდე და დღემდე ვცხოვრობ. კრწანისის რაიონის ნომერ 7- საარჩევნო ოლქში, პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსიდან ". თუ ნდობას გამომიცხადებთ და თქვენი თანადგომით საშუალებას მომცემთ, შევეცდები ჩემ მეგობრებთან და თანამებრძოლებთან ერთად რაიმე სასიკეთო გავაკეთო ჩვენი ქვეყნისთვის, უბნისთვის და ხალხისთვის პარლამენტში.

 

ყველა უკვე არსებულ კანდიდატს ამ რაიონში, ღირსეულ წარმატებას და თანასწორ პირობებში, სამართლიან გამარჯვებას უსურვებ .მე ვალდებულიც ვარ და პასუხისმგებლობის მეტი განცდა მაქვს როგორც მართლა კრწანისის რაიონში მცხოვრებს ღირსეულად და მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნების დღემდე. მე და ჩემი მეგობრების გუნდი, საკუთარი მაგალითით შევეცდებით მშვიდობიანი, გონივრული, გემოვნებიანი და დამსახურებული წინასაარჩევნო კამპანიის პირობები შეუქმნათ ჩემი უბნის თითოეულ მაცხოვრებელს. კრწანისის რაიონი იმსახურებს ღირსეულ, ერთგულ და სამართლიან მეგობარს პარლამენტში! მე ყველა ჩემი მეგობრის , მეზობლის, უბნელის, ნაცნობის, რიგითი მაყურებლის თუ მსმენელის გულწრფელი თანადგომის იმედი მაქვს (იმის გამო რომ გარკვეული მიზეზების გამო ამჟამად ვიმყოფები გერმანიაში, ოფიციალურად არ ვარ წარდგენილი და დარჩენილია ტექნიკური საკითხები რომელიც ჩემი დაბრუნებისთანავე იმედი მაქვს მოგვარდება )

 

P.S. თუ არ გაგიხარდათ და არც წარმატებას მისურვებთ მაშინ უმორჩილესად გთხოვთ ნეგატიურ და დესტრუქციულ კომენტარებსაც ნუ დამიწერთ და ნუ ვატკენთ ერთმანეთს გულს!

"თუ არ , ან ვერ მეხმარებით, ნურც ფეხს დამიდებთ გთხოვთ" ..."

მერაბ ჭიქაშვილი


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner