პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ოოოო, აბა დამიგდეთ ყური ევრო პარლამენტარებო, მე გახლავარ სააკაშვილის რეჟიმის დროს, პოლიციელის მიერ მოკლული შვილის მამა, დიდი ხანია აქ, სოციალურ ქსელში არაფერი დამიწერია, მაგრამ თქვენმა ქმედებამ, თქვენ მიერ სააკაშვილის ოჯაში სტუმრობა გახდა მაპროვოცირებელი ამ წერილის დაწერისა, ვის გულშემატკივრობთ და ვისზე შეგტკივათ გული, ჯალათზე? დიახ, ჯალათზე. ვის უფლებებს იცავთ, რომელმაც ქუჩაში მკვლელობები დაამკვიდრა და 150 მოქალაქე შეეწირა ამ უმსგავსობას, 800 მოქალაქე სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან გამოასვენეს, ნუთუ, არ გსმენიათ მისი რეჟიმის მერე მოქალაქეთა წამების ფაქტების შესახებ, ამ მტარვალს გულშემატკივრობთ? ის დღეს მსჯავრდებულია და იხდის სასჯელს, რატომ სხვა არ მოინახულეთ, მისი რეჟიმის დროს დაპატიმრებული ბავშვი, რომელმაც ალუმინის ქვაბი მოიპარა და 12 წელი მიუსაჯეს, ჩემი შვილის მკვლელ მის პოლიციელს კი მხოლოდ ორი წელი, ჩემ უფლებებს ვინ დაიცავს, პარლამენტარებო, ნუთუ 150 ქუჩაში მოკლული მოქალაქის არცერთ ოჯახში არ მოგესურვათ მისვლა, იქნებ გურამ შარაძის ოჯახში მისულიყავით, რომელიც იყო მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის უთვალსაჩინოესი მეცნიერი, პარლამენტარი, რომლის ოჯახი გაანადგურა სააკაშვილის „გოშიებმა“, იქნებ ია მეტრეველი გენახათ, რომელსაც ერთადერთი შვილი მოუკლა პოლიციელმა, იქნებ ომგამოვლილი პატრიოტი ვაჟკაცის, გია კრიალაშვილის ოჯახი გენახათ, იქნებ შვილის საფლავზე აფეთქებული მამის ოჯახი გენუგეშებინათ.
თქვენ არ ხართ ის ევროპელები, რომლებიც მე დამარწმუნებენ, რომ სამართლიანები ხართ. ნაც-ხროვა და მათი ვერცერთი განშტოება ვერასდროს ვერ მოვა ხელისუფლებაში, ამის იმედი გქონდეთ, თავი დაანებეთ პირფერობას, ხალხი ყველაფერს ხედავს...
აბა კარგად...“ - წერს ჯამბულ გამცემლიძე.