logo_geo
eng_logo
ჯამბულ გამცემლიძე: ნაც-ხროვა და მათი ვერცერთი განშტოება ვერასდროს ვერ მოვა ხელისუფლებაში
- +

23 ივლისი. 2022. 00:43

 

 

პოლიციელის მიერ მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა, ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ოოოო, აბა დამიგდეთ ყური ევრო პარლამენტარებო, მე გახლავარ სააკაშვილის რეჟიმის  დროს, პოლიციელის მიერ მოკლული შვილის მამა, დიდი ხანია აქ, სოციალურ ქსელში  არაფერი დამიწერია, მაგრამ თქვენმა ქმედებამ, თქვენ მიერ სააკაშვილის ოჯაში სტუმრობა გახდა მაპოვოცირებელი ამ წერილის დაწერისა, ვის გულშემატკივრობთ და ვიზე შეგტკივათ გული, ჯალათზე? დიახ, ჯალათზე. ვის უფლებებს იცავთ, რომლმაც ქუჩაში მკველობები დაამკვიდრა და 150 მოქალაქე შეეწირა ამ უმსგავსობას, 800 მოქალაქე სასჯელ აღსრულების დაწესებულებიდან გამოასვენეს, ნუთუ, არ გსმენიათ მისი რეჟიმის მერ მოქალაქეთა წამების ფაქტების შესახებ, ამ მტარვალს გულშემატკივრობთ? ის დღეს მსჯავრდებულია  და იხდის სასჯელს, რატომ სხვა არ მოინახულეთ, მისი რჟიმის დროს დაპატიმრებული ბავშვი, რომელმაც ალუმინის ქვაბი მოიპარა და 12 წელი მიუსაჯეს, ჩემი შვილის მკვლელ მის პოლიციელს კი მხოლოდ ორი წელი, ჩემ უფლებებს ვინ დაიცავს, პარლამენტარებო, ნუთუ 150 ქუჩაში მოკლული მოქალაქის არცერთ ოჯახში არ მოგესურვათ მისვლა, იქნებ გურამ შარაძის ოჯახში მისულიყავით, რომელიც იყო მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის უთვასაჩინოესი მეცნიერი, პარლამენტარი, რომლის ოჯახი გაანადგურა სააკაშვილის გოშიებმა“, იქნებ ია მეტრეველი გენახათ, რომელსაც ერთადერთი შვილი მოუკლა პოლიციელმა, იქნებ ომგამოვლილი პატრიოტი ვაჟკაცის, გია კრიალაშვილის ოჯახი გენახათ, იქნებ შვილის საფლავზე აფეთქებული მამის ოჯახი გენუგეშებინათ.

 

თქვენ არ ხართ ის ევროპელები, რომლებიც მე დამარწმუნებენ, რომ სამართლიანები ხართ. ნაც-ხროვა და მათი ვერცერთი განშტოება ვერასდროს ვერ მოვა ხელისუფლებაში, ამის იმედი გქონდეთ, თავი დაანებეთ პირფერობას, ხალხი ყველაფერს ხედავს...

 

აბა კარგად... - წერს ჯამბულ გამცემლიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner