საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“კარგი ამბავი, უფრო სწორედ, საყურადღებო: ახალი თაობა მოდის საამაყო! დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის ახალგაზრდა მკითხველებმა , მეგობრებმა ვლადიმერ ბებიამ და თაზო გუჯეჯიანმა 1921 წლის თებერვლის გაზეთ "ერთობის" მეორე ნომერი, რომელიც საქართველოს არცერთ ბიბლიოთეკაში არაა დაცული, საჩუქრად გადასცეს”, - წერს ლევან თაქთაქიშვილი.