logo_geo
eng_logo
ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთთან სრულმასშტაბური ომის გაყინვა რუსეთს შემდგომში კონფლიქტის ესკალაციისკენ უბიძგებს
- +

23 ივლისი. 2022. 01:23

 

 

 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთთან სრულმასშტაბური ომის გაყინვა რუსეთს შემდგომში კონფლიქტის ესკალაციისკენ უბიძგებს.

 

„რუსეთთან კონფლიქტის გაყინვა ნიშნავს პაუზას, რომელიც რუსეთს დასვენების საშუალებას აძლევს. ისინი არ იყენებენ ამ პაუზას თავიანთი გეოპოლიტიკის შესაცვლელად ან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე პრეტენზიებზე უარის სათქმელად“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი კაშალოტს შეადარა, რომელმაც „უკრაინის ორი რეგიონი გადაყლაპა და ახლა ამბობს - გაყინეთ კონფლიქტი“.

 

„შემდეგ რუსეთი დაისვენებს და ორ-სამ წელიწადში დაიპყრობს კიდევ ორ რეგიონს და კვლავ იტყვის: გაყინეთ კონფლიქტი. და ასე გაგრძელდება“, - აღნიშნა მან.

 

მისი თქმით, ბოლო ხუთი თვის მოვლენების შემდეგ, უკრაინელებს არ სურთ რუსეთთან მოლაპარაკება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner