logo_geo
eng_logo
მარკ ფეიგინი: რუსეთს გარანტიების მიღების შემდეგ, ომის „გაყინვა“ სურს
- +

23 ივლისი. 2022. 01:24

 

 

„რუსეთი დაინტერესებულია უკრაინის წინააღმდეგ ომის „გაყინვით“, რადგან ოკუპანტებს სერიოზული „დასვენება“ სჭირდებათ“, - ამის შესახებ  რუსმა უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა განაცხადა.

 

„ახლა მოსკოვს ძალიან სურს კონფლიქტის გაჭიანურებულ ეტაპზე გადაყვანა, მაგრამ პირობებითა და გარანტიებით, რომ მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები მას დარჩება“, - აღნიშნავს  მარკ ფეიგინი.

 

ფეიგინის თქმით, აბსოლუტურად შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ რუსეთის ფედერაცია ამ ტერიტორიებზე გაჩერდება.

 

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, რუსები ამბობენ, რომ „ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“ და „ყველა ამოცანა ბოლომდე მოგვარდება“.

 

„მთელი ეს შეთქმულება აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობა „ტკივილგამაყუჩებელით იკვებოს“ - ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი მშვენივრადაა. ძალისხმევა ფართომასშტაბიან სამხედრო გამარჯვებაში ვერ გადააქვთ. ამიტომაც საუბრობენ ამაზე. მოსახლეობა ყველაფერს ყლაპავს“, - დასძენს რუსი უფლებადამცველი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner