logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღება აშშ-ში საწვავის ღირებულებას შეამცირებს
- +

23 ივლისი. 2022. 10:19

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასის შემოღება აშშ-ში საწვავის ღირებულებას შეამცირებს. ამის შესახებ მან ეკონომიკის საკითხებში მრჩევლებთან თათბირზე განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, საწვავის ღირებულება ისევ მაღალია, ხოლო ფასების შემცირების ტემპები - არასაკმარისად სწრაფი.

ჩვენ ვსაუბრობთ რუსულ ნავთობზე გლობალური ზედა ზღვრული ფასის დაწესებაზე, რაზეც გასულ თვეში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები დავითანხმე. ეს გაზრდის მიწოდებას და რუსეთის შემოსავლებს შეამცირებს“, - განაცხადა ბაიდენმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner