ბლოკ „სახელმწიფო ხალხისათვის" ლიდერის პაატა ბურჭულაძის განცხადებით, მას გული დაწყდება, თუ მის გუნდს მერაბ მეტრეველი დატოვებს. მისი თქმით, მერაბი იყო ერთადერთი, რომელმაც ბლოკად გაერთიანებას მხარი არ დაუჭირა და უკმაყოფილება გამოთქვა.
ბურჭულაძე ამბობს, რომ მას ძალიან უყვარს მერაბ მეტრეველი და ის ამჯერად გადაწყვეტილების მიღების რეჟიმშია, დატოვებს პარტიას თუ მათთან ერთად განაგრძობს საქმიანობას.