logo_geo
eng_logo
მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს უკრაინა რუსეთს ოდესის პორტის დაბომბვაში ადანაშაულებს
- +

23 ივლისი. 2022. 17:36

 

 

უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით ოდესის საზღვაო პორტზე იერიში მიიტანეს. მათი განცხადებით, ორმა რაკეტამ საპორტო ინფრასტრუქტურა დააზიანა, კიდევ ორი რაკეტა კი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო.

ამ საკითხთან დაკავშირებით რუსულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აღსანიშნავია, რომ გუშინ რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები არ მიიტანენ იერიშს საპორტო ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც შეთანხმება ვრცელდება, მათ შორის ოდესის პორტზე.

 
 
 
 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner