logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე ტვ პირველზე: ამ სამარცხვინო ტელეკომპანიის „ჟურნალისტებს“ მინიმალური ნამუსი რომ ჰქონდეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ „პოლიტიკოსთა“ რუსულ შემოსავლებს გააშუქებდნენ
- +

23 ივლისი. 2022. 19:34

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში „ტვ პირველის” მიერ მამუკა მდინარაძის ოჯახზე გავრცელებულ სიუჟეტის ანონსს ეხმიანება.

 

მისი თქმით, ამ სამარცხვინო ტელეკომპანიის „ჟურნალისტებს“ მინიმალური ნამუსი რომ ჰქონდეთ, „ნაციონალური მოძრაობის“ „პოლიტიკოსთა“ რუსულ შემოსავლებს გააშუქებდნენ.

 

ტვ პირველის ტოტალურად უვიცი და დეზინფორმატორი ჟურნალისტები ჩვეულებას არ ღალატობენ და იგონებენ მორიგ დეზინფორმაციას. თურმე, მამუკა მდინარაძის სიმამრი სახელმწიფო ტენდერების უპირობო მოგებულია და ა.შ.

 

ამ სამარცხვინო ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მინიმალური ნამუსი რომ ჰქონდეთ, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკოსთა რუსულ შემოსავლებს გააშუქებდნენ. თუმცა, სააკაშვილის რევანშისტული ფრთის კმაყოფაზე მყოფთაგან ზნეობაზე საუბარი არასოდესაა მოსალოდნელი, - წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner