logo_geo
eng_logo
სოხუმი: 6 თვის განმავლობაში საქართველოსთან საზღვრის 600 დამრღვევი დავაკავეთ
- +

23 ივლისი. 2022. 19:50

 

 

სოხუმის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში მათ მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე 600 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

 

ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულებზე უმეტეს შემთხვევაში  ადმინისტრაციული საქმეები აღიძრა. 3 შემთხვევაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 

დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას 4 000 ბლოკი თამბაქოს ნაწარმია ამოღებული.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner