სოხუმის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში მათ მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე 600 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულებზე უმეტეს შემთხვევაში ადმინისტრაციული საქმეები აღიძრა. 3 შემთხვევაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
დე ფაქტო უშიშროების სამსახურის ცნობით, მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვრის გადაკვეთისას 4 000 ბლოკი თამბაქოს ნაწარმია ამოღებული.