logo_geo
eng_logo
რესპუბლიკური პარტიისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარიგების დეტალები – თარგამაძის სქემა
- +

20 აგვისტო. 2016. 03:58



2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "ნაციონალურ მოძრაობაში შიდაპარტიული დაპირისპირებები  პიკს აღწევს.  ყოფილ სახელისუფლებო გუნდში  დაპირისპირების მორიგი მიზეზი, ისევ პარტიული სია გახდა.


პარტიის ლიდერები გივი თარგამაძე და ლევან თარხნიშვილი სიის გარეთ აღმოჩნდნენ. ნაციონალურმა მოძრაობამ თარხნიშვილი და თარგამაძე არც მაჟორიტარად წარადგინა, სამაგიეროდ  წინა რიგებში აღმოჩნდნენ ე.წ. ახალი სახეები.


ახალ და ძველ სახეებს შორის სიამტკბილობა არც აქამდე ყოფილა, თუმცა ინტრიგები და პიროვნული დაპირისპირება პარტიის ლიდერებს შორის, შიდაპარტიულ ზღვარს გასცდა და ხიდაშელ-უსუფაშვილის „რესპუბლიკური" პარტიაც ჩაითრია.


საინფორმაციო სააგენტო „მარშალპრესს" „რესპუბლიკური" პარტიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობისა" და „რესპუბლიკური" პარტიის გარიგების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა.


ავჭალაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატატად  კენჭს საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში იყრის.  ტუღუშის მაჟორიტარად წარდგენამ სიის გარეთ დარჩენილი გივი თარგამაძე და ლევან თარხნიშვილი  გააღიზიანა.


თარგამაძე და თარხნიშვილი დაუკავშირდნენ "რესპუბლიკური პარტიის" წევრ თემურ ნერგაძეს და შესთავაზეს „რესპუბლიკური პარტიიდან" ავჭალაში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭი იყაროს.


თარგამაძეს და თარხნიშვილს „რესპუბლიკელ" თემურ ნერგაძესთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. გივი თარგამაძე და ლევან თარხნიშვილი ნერგაძეს შეჰპირდნენ, რომ საკუთარ გავლენას გამოიყენებენ და არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის დასამარცხებლად მხარს ფარულად დაუჭერენ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner