კომპანია „ასკანელის“ ხელმძღველი კობა ხარხელი ახალი ამბების საგენტო Pia.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ გულივერ კუნჭულიას კომპანიამ „გონიო 2003“, „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დაკვეთით, რომელთანაც კომპანია „ასკანელი“ წლებია თანამშრომლობს, რამდენიმე ქარხანა და ობიექტი ააშენა.
კობა ხარხელი გულივერ კუნჭულიას პროფესიონალად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ყველა სამუშაო მისი მხრიდან პირნათლად შესრულდა.
„გონიო 2003“-ის დამკვეთი „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ იყო. მეათე წელია ამ კომპანიაში ვარ ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელი და ჩემი მოსვლის დღიდან ეს კომპანია უკვე თანამშრომლობდა „კახურ ტრადიციულ მეღვინეობასთან“. ამ წლების განმავლობაში რამდენიმე ქარხანა და ობიექტია აშენებული. ეს პროქტები არ იყო მცირე საინვესტიციო პროექტები, საკმაოდ დიდი პროექტები იყო. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ღვინის პალატა“ აშენდა მცხეთაში, ასევე პატარძეულში აშენდა ყველასათვის თვალსაჩინო ღვინის ქარხანა, ველისციხეში აშენდა ყურძნის გადამამუშავებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარხანა, გარდა ამისა, დაბა ქედაში აშენდა ღვინის ქარხანა, ასევე რეაბილტაცია ჩაუტარდა და აშენდა გურამიშვილების მარანი, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო, როცა იჯარით გადმოგვეცა. ეს ყველაფერი რაც ჩამოვთვალე, შესაძლოა რაღაცები გამომრჩა, შესრულებულია „გონიო 2003“ -ის მიერ, რომლის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი გულივერ კუნჭულიაა. ყველა ეს პროექტი იმდენად კარგად, პირნათლად და პროფესიონალურად იყო შესრულებული, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ მათთან ურთიერთობას. ეს გამოიხატებოდა ხარისხსა და ფასში“, - აცხადებს კობა ხარხელი.