logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ომმა ვერ გატეხა უკრაინა და ვერ გატეხს, ვერ შეაჩერა სიცოცხლე ჩვენს სახელმწიფოში და ვერ შეაჩერებს
- +

23 ივლისი. 2022. 20:28

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომი ვერ შეძლებს უკრაინის გატეხას და ვერ შეაჩერებს სიცოცხლეს სახელმწიფოში, ამიტომ ქვეყნის აღდგენასთან დაკავშირებით საუბარი უკვე ახლა უნდა დაიწყოს, რათა მშვიდობის პირველივე დღიდან ის სრულად საგრძნობი იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა კიევში, ქვეყნების პირველი პირების მეუღლეების მეორე საერთაშორისო სამიტის გახსნისას განაცხადა.

 

„ომმა ვერ გატეხა უკრაინა და ვერ გატეხს, ვერ შეაჩერა სიცოცხლე ჩვენს სახელმწიფოში და ვერ შეაჩერებს, ნამდვილად ვერ გაგვხდის იმ საშინელების მძევლებად, რომელიც ოკუპანტებმა ჩვენს მშვენიერ და ძლიერ სახელმწიფოში მოიტანეს.

 

რისთვის ვსაუბრობთ უკრაინის აღდგენაზე ახლა, როცა ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა? რათა მშვიდობის პირველივე დღეს ის სრულმასშტაბიანად იგრძნობოდეს, რათა უკვე იყოს სისტემური აღდგენა ყველაფრისა, რაც რუსეთის ჯარმა გაანადგურა, რათა უკვე იყოს უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი ხალხისთვის, რათა ადამიანებმა უკვე იცოდნენ, სად და როგორ შეუძლიათ დაბრუნება, თუ საზღვარგარეთ წავიდნენ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner