logo_geo
eng_logo
მიკოლაევის ოლქის ადმინისტრაცის ცნობით, რუსეთის ძალებმა ერთ-ერთი ხალხმრავალი რაიონი დაბომბეს
- +

23 ივლისი. 2022. 23:29

 

 

მიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთის ძალების რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, დაშავებულია მცირეწლოვანი. აღნიშნულის შესახებ მიკოლაევის საოლქო საბჭოს თავმჯდომარემ  ანა ზამაზეევამ განაცხადა.

 

ზამაზეევას თქმით, რუსებმა დაბომბეს ერთ-ერთი ხალხმრავალი რაიონი.

 

„16 წლის ბავშვს ჭრილობა ნამსხვრევებით აქვს მიყენებული. წინასწარი ინფორმაციით, რაკეტა საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. ნანგრევების ქვეშ არის ხალხი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და მაშველები გავიდნენ. ვლოცულობთ, რომ არ იყვნენ გარდაცვლილები და იყვნენ რაც შეიძლება ნაკლები დაშავებულები“, – წერს ზამაზეევა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner