თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს ოდესის პორტის დაბომბვის გამო შეშფოთება გამოთქვა. წერს უკრაინული მედია Anadolu-ზე დაყრდნობით.
აკარის თქმით, ოდესაზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვთან და ინფრასტრუქტურის მინისტრ ალექსანდრე კუბრაკოვთან და უთხრეს, რომ მარცვლეულის სატვირთო მანქანების ჩატვირთვის სისტემები დაზიანებული არ იყო.
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსულ მხარესაც ესაუბრა და უთხრეს, რომ ისინი არ მონაწილეობდნენ სარაკეტო დარტყმაში და „საკითხს იძებენ“.
„ნამდვილად გვაწუხებს ის ფაქტი, რომ მსგავსი ინციდენტი სწორედ მას შემდეგ მოხდა, როცა შევთანხმდით მარცვლეულის მიწოდებაზე. ჩვენ განვაგრძობთ ამ შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას“, - აცხადებს თურქეთის თავდაცვის მინისტრი.