ევროკავშირი განიხილავს ნიგერიიდან გაზის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას, რუსეთიდან იმპორტის პოტენციური შემცირების ფონზე. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ევროკომისიის ენერგეტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილემ მეთიუ ბოლდუინმა, ნიგერიაში გამოსვლისას განაცხადა, სადაც ის ამ კვირაში აფრიკის ნავთობის უმსხვილესი მწარმოებლის ოფიციალურ პირებს შეხვდა.
ევროკავშირს თავისი მთლიანი თხევადი ბუნებრივი აირის 14% ნიგერიიდან შემოაქვს, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ იმპორტი გაორმაგდეს.