logo_geo
eng_logo
ირანის ფარსის პროვინციაში წყალდიდობას სულ მცირე 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

24 ივლისი. 2022. 01:40

 

 

ირანის ფარსის პროვინციაში წყალდიდობას სულ მცირე 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.

 

წყალდიდობა ირანის სამხრეთით მდებარე პროვინციაში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

 

პროვინციის კრიზისის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, ერთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. მისივე თქმით, მაშველებმა 55 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, რომლებიც წყალდიდობაში მოყოლილი 15 მანქანიდან ამოიყვანეს.

 

მომხდარის გამო კვირა დღე ფარსის პროვინციაში გლოვის დღედ გამოაცხადეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner