უკრაინამ ისეთ მასშტაბურ მხარდაჭერას მიაღწია, როგორსაც რუსეთი ვერ დაუპირისპირდება“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ყველა აცნობიერებს რბილი ძალის პოტენციალს, მაგრამ მხოლოდ უკრაინამ მოახერხა თავისი შეუპოვრობა და პოტენციალი კონკრეტული დიპლომატიური პრაქტიკისკენ მიემართა. ზოგადად, ამ თითქმის ხუთი თვის განმავლობაში, ჩვენ მივაღწიეთ უკრაინის ისეთ მასშტაბურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას, როგორსაც რუსეთი ვერ დაუპირისპირდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.