ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
„დღეს უკვე მეცხრედ გაიხსნა ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი, რომელიც იუნესკოს პატრონაჟის ქვეშაა, რაც ერთობ მნიშვნელოვანი მესიჯია. ბათუმი არის იუნესკოს კრეატიული ქალაქების ნუსხაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია კულტურული ღირებულებების დაცვა. ჩვენ მოწვეული გვყავს ძალიან კარგი არტისტები, რომლებიც ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნიდან. ძალიან საინტერესო ცხრა დღე გველოდება წინ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
ფესტივალის გახსნამდე, ელისო ბოლქვაძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, არჩილ თალაკვაძესთანერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს შეხვდა, სადაც ღონისძიებასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მიმდინარე ფესტივალი 31 ივლისამდე გაგრძელდება.